ინტერნეტ პრომოუშენი

ჩვენ გთავაზობთ საიტის საძიებო სისტემებში - google.com, bing.com, yahoo.com ... წინ წაწევას, რაც გულისხმობს თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ საძიებო ფრაზებზე შედეგების ათეულში მოხვედრას და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას.

ყოველ 1000 ვიზიტორში / პოტენციურ მომხმარებელში თქვენ იხდით მხოლოდ 50 ლარს, რაც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სერვისს ერთის მხრივ ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი კომპანიისთვის და მეორეს მხრივ უალტერნატივოს რეკლამის სხვა სახეობებთან შედარებით.

უპირატესობები

- თქვენი პროდუქტების და სერვისების შესაბამისად, თქვენს მიერვე შერჩეული ფრაზებზე საძიებო სისტემებიდან თქვენს საიტზე გადმოსული ვიზიტორები ძირითადად თქვენი პოტენციური მომხმარებლები არიან და ინტერნეტ რეკლამის სხვა სახეობებისგან განსხვავებით მათში შემთხვევითი ვიზიტორების არ არიან.

- საძიებო სისტემებიდან გადმოსულ ვიზიტორები დაინტერესებული არიან შესაბამისი პროდუქტებით და მომსახურებით იმ მომენტში და ისინი შეგიძლიათ მყისიერად აქციოთ თქვენს მომხმარებლებად.

- ეს ერთადერთი სერვისია, როდესაც ფულს იხდით მხოლოდ პოტენციური მომხმარებლში, თქვენივე შესაძლებლობის ფარგლებში განსაზღვროთ მაქსიმალური ბიუჯეტის ფარგლებში

- ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინტერნეტ პრომოუშენის მიმიმალური თვიური ბიუჯეტი - 50 ლარი, მას ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი კომპანიისათვის.

მომსახურებით სარგებლობის წესები

1. საძიებო ფრაზების შერჩევა ხორციელდება ერთობლივად, რეკლამის დამკვეთის და ads.com.ge -ს მიერ.

2. რეკლამის დამკვეთმა ads.com.ge უნდა უზრუნველყოს მისი საიტის FTP-სთან და ასევე საიტის მართვის პანელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წვდომის უფლებით.

3. რეკლამის დამკვეთი განსაზღვრავს სარეკლამო კამპანიის მაქსიმალურ თვიურ ბიუჯეტს, მინიმუმ 50 ლარის ოდენობით.

4. ads.com.ge-ს მიერ საიტზე ხორციელდება სტატისტიკის - google analytics დაყენება (თუკი ის უკვე არ გამოიყენება საიტის მიერ) და მის საფუძველზე ხდება საძიებო სისტემებედან ვიზიტორების რაოდენობის დათვლა.

5. რეკლამის დამკვეთის მიერ სერვისის ღირებულების ანაზღაურება ხდება ყოველი თვის ბოლოს, google analytics -ის მიერ საძიებო სისტემებიდან დაფიქსირებული ვიზიტორების რ-ბის შესაბამისად, ყოველი 1000 ვიზიტორი - 50 ლარი, მაგრამ არაუმეტეს რეკლამის დამკვეთის მიერ დაწესებული თვიური სარეკლამო ბიუჯეტის ოდენობისა.